უნგრეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის ემზადება
ვიქტორ ორბანის თქმით, ბრიუსელის მიერ დაწყებული გადაიარაღების პროგრამა სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადყოფნას ემსახურება. უნგრეთის პრემიერი განმარტავს, რომ ევროკავშირი ომის ეკონომიკის მშენებლობის პროცესშია, ბუდაპეშტმა კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა ომში ჩათრევას თავი აარიდოს.
