კომაროვის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა თბილისის N202-ე უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლა-პანსიონში მათ მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გამართეს
საქმე ეხება დამხმარე მაგიდა-ორგანაიზერ „ლუსის“, რომელიც უსინათლოებს გაუმარტივებს საზოგადოებრივ სასადილოებში დამოუკიდებლად კვებისთვის საჭირო აქსესუარების მოხმარებას. მაგიდა-ორგანაიზერი აღჭურვილია, როგორც ხმოვანი სისტემით, ისე ბრაილის შრიფტით.
