საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარის მტკიცებულებები წარმოადგინა საქმის პროკურორმა. მისი თქმით, ეს მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს ამ ადამიანების ბრალეულობას.
