აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შეფერხებას სატარიფო ბარიერები ქმნის - ეკონომიკის სამინისტრო ეხმიანება
უწყებაში განმარტავენ, რომ ხუთ დეკემბერს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერად ტრანზიტზე, საქართველოს ტერიტორიის გავლით. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს. ეს გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს. “საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი” - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
