განსხვავებული პოლიტიკა და მიდგომა ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის
ამერიკის სახელმწიფო მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წინააღმდეგია. მარკო რუბიო ამბობს, რომ ქვეყნების დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით არასწორია. პარალელურად, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ღიად აცხადებს, რომ ბრიუსელი საქართველოში ენჯეოებისთვის დაფინანსების გზებს ეძებს. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მიდგომას სამართლიანს უწოდებენ მმართველ გუნდში.
