უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს
ცვლილებების თანახმად, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ახალი სისტემა დაინერგება. ბაკალავრიატზე სწავლა სამ წლიანი, ხოლო მაგისტრატურის შემთხვევაში ერთ წლიანი გახდება. ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-27 სასწავლო წლიდან, ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება. უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, ყველა აუცილებელ სფეროს მოიცავს.
