პარლამენტის თავმჯდომარე ლელოს პოზიციას ეხმიანება, რომელიც პარტიამ ალეკო ელისაშვილის დაკავების შემდეგ გამოხატა
შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიის მხრიდან იმ ადამიანის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას ქმნის. პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს ალდეს პასუხისმგებლობაზეც, რომლის წევრიც ლელოა.
