დონალდ ტრამპ უმცროსი არ გამორიცხავს, რომ თუ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ამერიკის პრეზიდენტმა კიევს ზურგი აქციოს
დონალდ ტრამპ უმცროსი არ გამორიცხავს, რომ თუ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ამერიკის პრეზიდენტმა კიევს ზურგი აქციოს. ეს შესაძლებლობა თეთრი სახლის ლიდერის ვაჟმა იმით ახსნა, რომ მამამისი პოლიტიკაში არაპროგნოზირებადია. დონალდ ტრამპ უმცროსმა დოჰაში გამართულ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მემარცხენეებს ვოლოდიმირ ზელენსკი ისე ჰყავთ გაღმერთებული, რომ ყველაფერს პატიობენ
