ამერიკის შეერთებული შტატები ეუთოდან გასვლით იმუქრება, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია რეფორმებს არ გაატარებს
ამერიკის შეერთებული შტატები ეუთოდან გასვლით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია რეფორმებს არ გაატარებს. ეუთოს მინისტერიალზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეუთოს რეალური რეფორმა სჭირდება და არა მხოლოდ სიმბოლური ჟესტები ან რიტორიკული ვალდებულებები. ამერიკელი დიპლომატი ეუთოს ეფექტიანობის გაზრდის სამ პირობას ასახელებს. კერძოდ, ბიუჯეტის შემცირება და რესურსების მშვიდობის მხარდამჭერ მისიებზე დახარჯვა, ეუთომ ასევე უნდა შეწყვიტოს ეროვნული სოციალური პოლიტიკის კარნახი და სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკური ცხოვრების ტრანსფორმაცია
