ევროკავშირის დაშლის მოწოდებით გამოვიდა ავსტრალიის პარლამენტის წევრი
ევროკავშირის დაშლის მოწოდებით გამოვიდა ავსტრალიის პარლამენტის წევრიც. სენატორი რალფ ბაბეტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირმა ხორცი შეასხა ტირანების დიდი ხნის ოცნებას, ევროპის ერთ დროს თავისუფალი ერები ერთი ცენტრალური ხელისუფალის წინაშე დაეჩოქებინა. ავსტრალიელი სენატორის თქმით, ევროპული ბლოკი სუვერენიტეტის დასასრულს და ავსტრალიისთვის ყველაზე დიდ გარე საფრთხეს წარმოადგენს
