მოხალისეობის საერთაშორისო დღეზე ეროვნული ჯილდო 2025 წლის საუკეთესო მოხალისეებს გადაეცათ
მოხალისეობის საერთაშორისო დღეზე ეროვნული ჯილდო 2025 წლის საუკეთესო მოხალისეებს გადაეცათ. გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეარჩიეს, ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის - განათლების, სოციალური სფეროს, მოხალისეობის განვითარების, სპორტის, კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიხედვით გადანაწილდა
