ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. ის ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე, ქონების დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. ახლა დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს
