საქართველოში სომხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი იმყოფება
საქართველოში სომხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი იმყოფება. აეროპორტში მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დახვდა. არსენ ტოროსიანი უკვე შეხვდა მიხეილ სარჯველაძეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი რანგის შეხვედრები. მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მიმდინარე რეფორმებზე მსჯელობა და გამოცდილების გაზიარებაა
