დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრა გაიმართება
დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრა გაიმართება. საერთაშორისო მედიის ცნობით, ისინი უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებასა და შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. ფლორიდაში გამართული ამერიკულ -უკრაინული მოლაპარაკების შემდეგ, ლონდონში მიემგზავრება უკრაინული დელეგაციაც, სადაც რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი შედეგებს ევროპულ მხარეს გააცნობენ. ლონდონის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავა
