ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს
ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. თურქეთის მოქალაქეებმა, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დანაშაული ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
