2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია
2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია. დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი 10 წლიანი გაუმჯობესებით კი საქართველო მთელს ევროპაში მეორე ადგილზეა, ირლანდიის შემდეგ. ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა მომზადებულია, ევროკავშირის დაკვეთით, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში. კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 10 წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში შეინიშნება ოლიგარქიზაციის გაღრმავება. ინდიკატორი გაუარესდა ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში. ოლიგარქიზაციის ცვლილების შეწონილი მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან 17-ში გაუარესდა
