„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის 2025-26 წლების გათამაშების პირველი მატჩი „მონპელიესთან“ 13-24 დათმო
„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის 2025-26 წლების გათამაშების პირველი მატჩი „მონპელიესთან“ 13-24 დათმო. ავჭალის სარაგბო მოედანზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველები დომინირებდნენ. რიჩარდ ქოქრილის გუნდი ლუკა ცირეკიძის ჯარიმებითა და აკაკი ტაბუცაძის ლელოთი 13-0 დაწინაურდა. თუმცა, შესვნების შემდეგ ფრანგებმა 4 ლელო მიითვალეს და თამაშიც მოიგეს. ქართული ფრანჩაიზი ევროპულ სარბიელზე გამოსვლას მომავალ კვირაში განაგრძობს. 14 დეკემბერს „შავი ლომი“ ირლანდიაში „ქონოთს“ სტუმრად შეხვდება.
