„ვიცეკვოთ ქართულად“
„ვიცეკვოთ ქართულად“ - საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ღობისძიებაში ანსამბლები თბილისიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ. ფესტივალზე იმყოფებიან 6 ქვეყნიდან მოწვეული სტუმრებიც. ფესტივალის მიზანი ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციაა და მიზნად ახალი თაობის ტრადიციული ფოლკლორით დაინტერესებას ისახავს.
