ევროკავშირის მიერ ამერკული სოციალური ქსელის დაჯარიმებას, ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა
ევროკავშირის მიერ ამერკული სოციალური ქსელის დაჯარიმებას, ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა, ევროპული ცენზურა დაგმო და იმედი გამთქვა, რომ ევროკავშირი სამართლიან, ღია და ორმხრივ ვაჭრობაში ჩაერთვება. ენდრიუ პუზდერის თქმით, გადაჭარბებული 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ევროკავშირის მიერ ამერიკული ინოვაციების მიმართ მარეგულირებელი ორგანოების გადაჭარბებული მოქმედების შედეგია.
