ბლუმბერგი: ევროპა ცდილობს დაარწმუნოს ზელენსკი, რომ მან დონბასიდან ჯარები არ გამოიყვანოს
ევროპა ცდილობს დაარწმუნოს ზელენსკი, რომ მან დონბასიდან ჯარები არ გამოიყვანოს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს და აღნიშნავს, რომ ევროპის უმთავრესი მიზანია არ დაუშვას, რომ უკრაინის პრეზიდენტი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ იძულებული გახდეს ჯარების გაყვანას დათანხმდეს. როგორც გამოცემა წერს, ევროპელი დიპლომატებისთვის ამგვარმა სცენარმა შესაძლოა სტრაგეტიული ვაკუუმი შექმნას და რეგიონის უსაფრთხოებას დაემუქროს. აღსანიშნავია რომ სტატია „ბლუმბერგმა“ ლონდონში ხვალ დაგეგმილი შეხვედრის წინ გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც დიდი ბრიტანეთის პრემიერი უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველ პირებს უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი საკითხი კი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების განხილვაა.
