გამოცემა „ტელეგრაფი“ ევროკავშირის მთავარ დიპლომატს კაია კალასს კრემლისთვის საჩუქარს უწოდებს
გამოცემა „ტელეგრაფი“ ევროკავშირის მთავარ დიპლომატს კაია კალასს კრემლისთვის საჩუქარს უწოდებს და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიდგომას აკრიტიკებს. სტატიაში ნათქვამია, რომ მისი უარი პუტინთან საუბარზე და დაჟინებულმა მტკიცებამ, რომ სამართლიანობა მშვიდობაზე მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყო იმას, რომ ევროპა ფაქტობრივად გამორიცხულია მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპიდან და დასავლეთის დაყოფა გამოიწვია. ამასთან, „ტელეგრაფი“ წერს, რომ კალასის მოწოდებები გამარჯვებამდე ბრძოლისკენ უკრაინაშიც გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის კიევს ამ მიზნის მისაღწევად არც რეალისტურ გეგმას და არც საკმარის ფინანსებს სთავაზობს.
