კიტ კელოგი: უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის შეთანხმება ახლოსაა თუმცა ის ორი საკითხის გადაჭრაზეა დამოკიდებული
უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის შეთანხმება ახლოსაა თუმცა ის ორ საკითხზე დონბასის რეგიონისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პრობლემის გადაჭრაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში, შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარებამდე ის 10 მეტრი დარჩა, რომელიც სამშვიდობო პროცესის ყველაზე რთული მონაკვეთია.
