საბაჟო წესების დარღვევის საქმეზე დაკავებულ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 500-500 ათასი ლარი შეუფარდა
საბაჟო წესების დარღვევის საქმეზე დაკავებულ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 500-500 ათასი ლარი შეუფარდა. პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ სახდელის 15-დღიანი ვადა 30 დღემდე გაზარდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. შემდეგი პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა. საქმე ეხება 3 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელებმა ტერმინალში არსებული 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულება 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით მალულად განკარგეს.
