ცივილიზებული სუიციდის პოლიტიკა - ამ ფრაზით ამხელს ევროკავშირის ბიუროკრატიას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
ცივილიზებული სუიციდის პოლიტიკა - ამ ფრაზით ამხელს ევროკავშირის ბიუროკრატიას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე. კრისტოფერ ლანდაუ მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნები ბრიუსელს უფლებას აძლევენ, საკუთარი თავი თვითმკვლელობამდე მიიყვანონ. ამ ფონზე ის ევროპის პარტნიორობას ეჭვქვეშ აყენებს. სულ უფრო იმატებს მხილება ამეირკის მხრიდან ევროკავშირისა და ნატოს მიმართ. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერა, რომ ევროკავშირი ევროპის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ევროკავშირის ქმედებები, დემოკრატიის პრინციპებს ძირს უთხრის. ამერიკის პრეზიდენტი არამიზნობრივად მიიჩნევს ალიანსის უსასრულოდ გაფართოებას, ევროპას კი მოუწოდებს საკუთარი თავი თავად დაიცვას. ცოტა ხნით ადრე კი იყო აშშ-ის არმიის ყოფილი პოლკოვნიკის, სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური განცხადება. როგორ იმართება მართული მთავრობები, ე.წ. ენჯეო სექტორისა და დაფინანსებული მედიის როლი. ლოურენს უილკერსონმა დაადასტურა, რომ ბევრგან ნაცადი სტრატეგიით საქართველოშიც იმოქმედეს და წარმატებულად. მათ შორის ბრძოლის იარაღი იყო და არის ლიბერალური დემოკრატია. მორალური კრიზისი დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
