ამერიკული FARA-ს მიერ მორიგ ჯერზე მხილებული ნაცმოძრაობის ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები
ამერიკული FARA-ს მიერ მორიგ ჯერზე მხილებული ნაცმოძრაობის ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები. ამერიკული სტატიები, განცხადებები და უსაფუძვლო კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ - რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ხშირად იწონებს, თითქოს ეს მათი შრომისა და დასავლური მხარდაჭერის შედეგია, რეალურად მხოლოდ და მხოლოდ ლობიზმს ემყარება, რომელშიც პარტია პერიოდულად საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის. მათ მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანია „ნელსონ მალინსმა“ შეხვედრები გამართა კონგრესმენებთან, სენატორებთან და იმ მედიასაშუალებებთან, რომლებიც აქტიურად წერენ სტატიებს მეგობარ აქტზე, აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას და აქტიურად ჩაერთნენ BBC-ის ტყუილის გავრცელებაშიც.
