პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეძლო და საჩემპიონო ქამარი ჩაიბარა
UFC-ის სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს. პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეძლო და საჩემპიონო ქამარი ჩაიბარა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება იანს დარჩა. მერაბ დვალიშვილი ქამრის ზედიზედ მეოთხედ დაცვისთვის იბრძოდა რაც რეკორდი იქნებოდა. მან ორჯერ შონ ომალს, ხოლო ერთხელ უმარ ნურმაგომედოვს სძლია.
