საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „რენი“ 5:0 დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „რენი“ 5:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი მოედანზე საუკეთესო იყო და დუბლი შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 28-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გახსნა, 67-ე წუთზე კი მან ერთი შეხებით და ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი მეორედ დალაშქრა. საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუის ენრიკემ 71-ე წუთზე შეცვალა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში დუბლი პირველად, ლიგა 1-ში კი მეორედ შეასრულა, მან გასულ სეზონში ორი გოლი „ოსერს“ გაუტანა. კვარას ანგარიშზე 18 მატჩში 5 გოლი და ამდენივე საგოლე პასია. პე-სე-ჟე ლიგა 1-ში 33 ქულით მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „ლანსს“, მომდევნო ტურში კი 13 დეკემბერს, „მეცს“ ესტუმრება.
