ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი „ხეტაფესთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაშიც დაბრუნდა, ხოლო 64-ე წუთზე მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. მიქაუტაძე მე-80 წუთზე შეცვალეს. მას 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. ვილიარეალი 35 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას“, ხოლო ერთი ქულით მადრიდის „რეალს“.
