შტორმ „ბაირონით“ გამოწვეულმა ძალიერმა წვიმამ საბერძნეთში მდინარე ენიპაპის ადიდება და წყალდიდობა გამოიწვია
შტორმ „ბაირონით“ გამოწვეულმა ძალიერმა წვიმამ საბერძნეთში მდინარე ენიპაპის ადიდება და წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად სოფელი ანახორნი მთლიანად წყლით დაიფარა. დასახლებულ პუნქტში საავტომობილო გადაადგილება შეუძლებელია, რის გამოც ის გარესამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. მოსახლეობას ამაღლებულ ადგილზე გადასვლისკენ მოუწოდებენ. სტიქიის რეგიონში სამაშველო სამუშაოები ადგილობრივი ძალებით ტარდება.
