ალბანეთში ბიტკოინით ქრთამის აღების ფაქტზე ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის მინისტრი დააკავეს
ალბანეთში ბიტკოინით ქრთამის აღების ფაქტზე ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის მინისტრი დააკავეს. ცნობას ადგილობრივი გამოცემა „ნიუსბარი“ ავრცელებს. აღსანიშნავია რომ ეს თანამდებობა მსოფლიოში პირველად შეიქმნა და მისი მიზანი კორუფციასთან ბრძოლაა. გავრცელებული ცნობით, ხელოვნური ინტელექტის მინისტრმა დიელამ, ალგორითმის საშუალებით, ბიტკოინებით გავლენა მოახდინა გზატკეცილის მშენებლობის ტენდერზე. გამოძიების ცნობით, მინისტრი ეჭვმიტანილია 14 ბიტკოინის აღებაში, რომლის ღირებულებაც 1.3 მილიონი ევროა.
