„ერთი დღე ჯარში”
„ერთი დღე ჯარში” პროექტის ფარგლებში, ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს უმასპინძლეს. სამხედრო ქვედანაყოფში ასევე იმყოფებოდნენ მოსწავლეები თბილისის 143-ე, 79-ე, 140-ე და 26-ე საჯარო სკოლებიდან, სადაც ისწავლება საგანი „სამხედრო საქმე“. მათ პატივი მიაგეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას, რის შემდეგაც ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. ისინი ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.
