აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 23 წლის ბრალდებულს, რომლისგანაც პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 23 წლის ბრალდებულს, რომლისგანაც პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. გერმანიის მოქალაქის საცხოვრებელის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, „მეთადონი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
