საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ „იბერია 1999“ გახდა
საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ „იბერია 1999“ გახდა. გუგა ნერგაძის გუნდმა ბოლო ტურში გაგრა 2-1 გიორგი ჯინჯოლავასა და გიზო მამაგეიშვილის გოლებით დაამარცხა. ყველაფერი 36-ე ტურში გადაწყდა, რადგან ჩემპიონობის შანსი გორის დილასაც ჰქონდა, რომელიც საკუთარ მოედანზე თბილისის დინამოს 2-2 დაუზავდა და სეზონი ვიცე-ჩემპიონის სტატუსით დაასრულა. ეროვნული ლიგიდან ფოთის კოლხეთი გავარდა, ხოლო პლეი-აუტში გადარჩენისთვის ბრძოლას გარეჯი და თელავი გააგრძელებენ. იბერიამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის, ხოლო გორის დილამ, ტორპედომ და დინამო თბილისმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს.
