ქართული ძიუდოს ისტორიის მორიგი, ტრიუმფალური თავი დაწერილია
ქართული ძიუდოს ისტორიის მორიგი, ტრიუმფალური თავი დაწერილია. ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია. ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი ქალი გახდა ვინც ტოკიოს გრანდ სლემზე მედლის აღება მოახერხა. ხოლო ნაკრების დებიუტანტმა გიორგი ჯაბნიაშვილმა, პირველივე საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულამანიძემ სამხრეთკორეელ და რუს მეტოქეებს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში კიდევ ერთ რუს ძიუდოისტს სძლია. გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი იაპონელ დოტა არაისთან მოიგო და მესამე ქართველია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ტოკიოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი დაისაკუთრა. მანამდე ეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა მოახერხეს. მედალოსნებმა, მიღწეული წარმატების შემდეგ ემოციები ექსკლუზიურად ქრონიკის მაყურებელს გაუზიარეს.
