„ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025“-ის ფარგლებში კონცერტების სერია გრძელდება
„ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025“-ის ფარგლებში კონცერტების სერია გრძელდება. სახელწიფო მუსიკალურ ცენტრში გურამ ბზვანელის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შესრულდა 17 კომპოზიცია, ნაცნობი და საყვარელი სიმღერები, რომლებიც მაყურებლის განსაკუთრებულ ემოციას იწვევდა. საღამო მუსიკალურად გააფორმა ბენდმა მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე კომპოზიტორების საღამოებს ბათუმი წლის განმავლობაში უმასპიძლებს. ინიციატივა პარლამენტის წევრს, ბათუმის დელეგატს არჩილ ბერიძეს ეკუთვნის.
