ლიზ ტრასი ახალ ამპლუაში
ლიზ ტრასი ახალ ამპლუაში. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა იუთუბზე თავისი შოუ დაიწყო. გადაცემის პირველ ეპიზოდში ტრასმა გაერთიანებულ სამეფოში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. ქვეყნის მთავრობა მან ეკონომიკის სტაგნაციის, არასწორი საემიგრაციო პოლიტიკისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო გააკრიტიკა. ყოფილი პრემიერის კრიტიკის ობიექტი გახდა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციაც, რომელიც ფეიკნიუსების გავრცელებაში დაადანაშაულა.
