2026 წლიდან, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხება, უფასოდ ისწავლის
2026 წლიდან, უნივერსიტეტებში, მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა იგივე დარჩება, სასწავლო პროგრამებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება. ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხება, უფასოდ ისწავლის, მათ დაფინანსებას სახელმწიფო მთლიანად თავის თავზე აიღებს. მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.
