ნაცმოძრაობის ლობისტური პიარკამპანია, პრემიერის განცხადებით, არ არის უბრალოდ ლობისტური კონტრაქტი, ამ ყველაფერს სათანადო გამოძიება სჭირდება
ნაცმოძრაობის ლობისტური პიარკამპანია, პრემიერის განცხადებით, არ არის უბრალოდ ლობისტური კონტრაქტი, ამ ყველაფერს სათანადო გამოძიება სჭირდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით ეს არის მექრთამეობა, რითიც სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ. რისთვის უხდის თანხას ნაცმოძრაობა, დაქირავებულ კომპანია, „ნელსონ მალინსის“ გამოაშკარავებულია. დოკუმენტი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა. საგულისხმოა ლობისტების მიერ განხორციელებული შეხვედრები მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქტიურად აქვეყნებდნენ სტატიებს „მეგობარი აქტის“ შესახებ და თემის ხელოვნურად წამოწევას უწყობდნენ ხელს. მედიასაშულებებს შორის, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კრიტიკული სტატიების ავტორები არიან, ვაშინგტონ იგზემინერი, ზე ჰილი, როიტერსი და ნიუსმაქსი.
