BBC-ის მითი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულთა კატეგორიას - ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდეგ მიაწოდა. უფრო კონკრეტულად, კი გასული წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოიყენეს ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’ და ის გახსნეს, ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარში. გამოძიებამ ასევე გამოითხოვა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის რაოდენობა და დიაგნოზისა და ჩივილების ნუსხაც, როგორც გამოძიებით გაირკვა, 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
