მარკო რუბიო: ჩვენ აღარ ვაპირებთ არასამთავრობო ორგანიზაციების საწარმოო კომპლექსზე მილიარდების ხარჯვას
ჩვენ აღარ ვაპირებთ არასამთავრობო ორგანიზაციების საწარმოო კომპლექსზე მილიარდების ხარჯვას. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კენიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარკო რუბიოს თქმით, ამერიკულ დახმარებას პარტნიორი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები მიიღებენ და არა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ პირობებს აყენებენ. ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა კენიის ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად მილიარდ 600 მილიონი დოლარი გამოყო. შეთანხმებას ხელი მარკო რუბიომ და კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ მოაწერეს
