ბელგიური გამოცემა La Libre უკრაინის არმიაში დეზერტირობის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს
ბელგიური გამოცემა La Libre უკრაინის არმიაში დეზერტირობის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს. სტატიაში მოყვანილია ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, იგორ ლუცენკოს ფეისბუკ-პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ ყოველ ორ წუთში ჯარიდან ვიღაც გარბის. მისი თქმით, გენერალურმა პროკურატურამ მხოლოდ ოქტომბრის თვეში დეზერტირობის 21 ათას 602 შემთხვევა დააფიქსირა, რაც რეკორდული მაჩვენებელია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ბოლო სტატისტიკით, 2025 წლის 1-ელი სექტემბრისთვის გახსნილი იყო ჯარში არარეგულარული არყოფნის 235 000-ზე მეტი და დეზერტირობის 54 000-მდე საქმე
