განათლების მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი ხელმძღვანელობდა
განათლების მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გივი მიქანაძე სტუმრებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. მინისტრებმა დაათვალიერეს განახლებული სასწავლო გარემო და ადგილზე გაეცნენ იმ სამუშაოებს, რომლებიც სკოლაში ბოლო პერიოდში განხორციელდა. აღნიშნულ სკოლაში, ორი ქვეყნის განათლების სამინისტროების თანამშრომლობით, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტიმ ცენტრის გახსნა, რაც მოსწავლეებს ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფს
