დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ევროკავშირს ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მოიხსენიებს
დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ევროკავშირს, ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მოიხსენიებს. დოკუმენტში ძირითად ინტერესად უკრაინის ომის სწრაფად დასრულებაა დასახლებული. ასევე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების წარმოება მნიშვნელოვანია ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. სტრატეგიის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ამას ხელს, მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა უშლის. ასევე, ამერიკის პრეზიდენტი არამიზნობრივად მიიჩნევს ნატოს უსასრულოდ გაფართოებას, ევროპას კი მოუწოდებს რომ საკუთარი თავი თავად დაიცვას
