სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არაერთხელ გაშიფრული სქემა, რომლითაც საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების გეგმები ჩავარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არაერთხელ გაშიფრული სქემა, რომლითაც საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების გეგმები ჩავარდა. უცხოური სპეცსამსახურების დეზინფორმაციული კამპანია, უკვე დიდი ხანია მიმდინარებს, თუმცა ვერც ერთ ჯერზე, სასურველ შედეგს ვერ აღწევს. მათი მიზანი, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების არევა და ეკონომიკის ჩამოშლაა. პროპაგანდას ისინი სწორედ საკუთარი ინტერესების გასატარებლად აფინანსებენ. 800-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი 22 ე.წ. ონლაინ მედია-ქსელი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის საქართველოში როგორც ტყუილის, ისე შავი ფულის შემოდინების მთავარი მექანიზმია, გამოგონილი ამბებით საზოგადოებაში მღელვარების მატებას ცდილობს. ამის მაგალითია, პროპაგანდა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, შეტევა მასშტაბურ ინვესტიციაზე და ნივთიერება „კამიტის“ შესახებ გავრცელებული სიცრუე
