რისთვის უხდის თანხას „ნაცმოძრაობა“, დაქირავებულ კომპანია „ნელსონ მალინსის“ გამოაშკარავებულია
რისთვის უხდის თანხას „ნაცმოძრაობა“, დაქირავებულ კომპანია, „ნელსონ მალინსის“ გამოაშკარავებულია. დოკუმენტი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა. საგულისხმოა ლობისტების მიერ განხორციელებული შეხვედრები მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქტიურად აქვეყნებდნენ სტატიებს „მეგობარი აქტის“ შესახებ და თემის ხელოვნურად წამოწევას უწყობდნენ ხელს. მედიასაშუალებებს შორის, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კრიტიკული სტატიების ავტორები არიან, Washington Examiner, The Hill, Reuters და Newsmax. სწორედ Washington Examiner და The Hill, აკეთებენ აქცენტს BBC-ის სიუჟეტში გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებზე საქართველოს მთავრობის მიმართ. ამიტომ აღნიშნული იწვევს ეჭვს, რომ ბრალდებები ქიმიური ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია. დოკუმენტებით ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენისა და სენატორების ოფისთან, ასევე კომუნიკაცია ფიქსირდება ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც
