ილია სულამანიძე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული „ტოკიოს გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ილია სულამანიძე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია. ქართველმა ნახევარფინალში შეჯიბრის ფავორიტ, რუს მსოფლიო ჩემპიონ მატვეი კანიკოვსკის იპონით სძლია, ფინალში კი იაპონელი დოტა არაი ასევე იპონით დაამარცხა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბექა ღვინიაშვილისა და ავთანდილ ჭრიკიშვილის შემდეგ სულამანიძე გახდა მესამე ძიუდოისტი, ვინც ტოკიოს გრანდ სლემის მოგება მოახერხა. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზეს მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა 57 კგ-ში და ნაკრების დებიუტანტმა გიორგი ჯაბნიაშვილმა 90 კგ-ში — მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ბრინჯაოსთვის ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი, ასევე ვაზარით, იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა
