დონალდ ტრამპი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს
დონალდ ტრამპი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის ტრამპის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა, თეთრი სახლის ლიდერმა კი განაცხადა, რომ რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საამაყო მომენტია. 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრის ცერემონიის დასრულებისას ტრამპმა მისი საყვარელი ჯგუფის, „ვილიჯ ფიფალის“ სიმღერაზე იცეკვა. მასთან ერთად ტრიბუნაზე ამერიკის პირველი ლედი, კანადის პრემიერ-მინისტრი და მექსიკის პრეზიდენტი იმყოფებოდნენ
