ამერიკის სახელმწიფო მდივანი ევროკომისიის მიერ სოციალურ ქსელ „იქსის“ დაჯარიმებას ამერიკელ ხალხზე თავდასხმას უწოდებს
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ევროკომისიის მიერ სოციალურ ქსელ „იქსის“ დაჯარიმებას ამერიკელ ხალხზე თავდასხმას უწოდებს. „ევროკომისიის 140 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა არ არის მხოლოდ იქსზე თავდასხმა. ეს არის უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ ყველა ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე თავდასხმა“ – აღნიშნულია მარკო რუბიოს განცხადებაში
