ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. როგორც ევროკომისია აცხადებს, პლატფორმის მიერ ვერიფიცირებული ანგარიშებისთვის შექმნილი „ლურჯი ნიშანი“ არღვევს ციფრული სერვისების შესახებ კანონის მოთხოვნას. „იქსზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაიხადოს თანხა და მიიღოს ვერიფიცირებული სტატუსი, კომპანია კი არსებითად არ ამოწმებს, ვინ დგას ანგარიშის უკან. ეს ართულებს იმის დადგენას, თუ რამდენად ავთენტურია ანგარიშები. იქსი არ აკმაყოფილებს ციფრული სერვისების შესახებ კანონის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს“ – აცხადებენ ევროკომისიაში
