გერმანიაში სამხედრო სამსახურის შესახებ ახალი კანონი გააპროტესტეს
გერმანიაში სამხედრო სამსახურის შესახებ ახალი კანონი გააპროტესტეს. აქციები ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართა. ბუნდესტაგის მიერ მხარდაჭერილი რეფორმა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. რეფორმის მიზანია 2035 წლისთვის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 260 ათასამდე, რეზერვისტების რაოდენობა კი 200 ათასამდე გაიზარდოს. ახალი რეგულაციით 2008 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ყველა მამაკაცი სამედიცინო შემოწმებას გაივლის
